სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

25 იანვარი 2025, 13:17 242 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნ.კ.-სთან დაკავშირებულ მედიაში გავრცელებულ ინფორმციას ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია" სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

 

შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

 

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

 

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს, ნ.კ.-ს ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა და არ მიეწოდებოდა საკვები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში