ტრადიციული რეწვის დარგებში სპეციალისტებს მოამზადებენ

24 აპრილი 2017, 00:00 3956 ნახვა

ტრადიციული რეწვის დაკარგვის პირას მყოფი, უნიკალური დარგების შენარჩუნების მიზნით, კონკურსის წესით, აჭარის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გარდა ბათუმისა, 5 სახელოსნო შეირჩა.

ორგანიზატორების თქმით, პრიორიტეტი მიენიჭა ისეთი რეწვის დარგებს, რომლებიც დაკარგვის პირასაა და მხოლოდ რამდენიმე, ან სულაც ერთი ოსტატიღა დარჩა. ყველა სახელოსნოში 30-მდე შეგირდი მომზადდება, ისინი ხელობას 4 თვის განმავლობაში შეისწავლიან. ამასთან, თითოეული სახელოსნოსთვის ჩატარდება ტრეინინგები სახელოსნოების მართვისა და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით.

პროგრამას, ტრადიციული რეწვის ასოციაცია და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო პროექტის-„ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“ ფარგლებში ახორციელებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში