იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

29 იანვარი 2025, 17:34 176 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ლევან კასრაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი და საელჩოს ატაშე როიალ ფაშაევი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში