პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა, ჯორჯ ლუკაიდესმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციამ კეთილსინდისიერად გააგრძელოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან და დაუყოვნებლივ შეასრულოს რეზოლუციაში ნახსენები ყველა გადაუჭრელი საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროპულ ღირებულებებსა ღირებულებებსა და პრინციპებს.
„ამავდროულად, მოუწოდებენ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს და წარმოადგინონ თავისი ამომრჩევლები. ეს უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას ამ ასამბლეაში, რაც საშუალებას მისცემს ყველა წევრს, აქტიურად შეიტანოს წვლილი ასამბლეის მუშაობაში და ხელს შეუწყობს დიალოგს ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის. „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეები“ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო კოალიციაში მყოფ ოპოზიციას, იპოვონ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი. ჩვენ გთავაზობთ, ეს საკითხი განვაახლოთ აპრილის სესიაზე და მანამდე მხარს ვუჭერთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას“, – აღნიშნა ჯორჯ ლუკაიდესმა.