„მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მედიამენეჯერის მიზანი იყო დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. განაცხადა, რომ ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი მე-19 დღეა პატიმრობაშია და დაკავების დღიდან ის პროტესტის ნიშნად შიმშილს განაგრძობს.