საკრებულოს სხდომა შუახევში

27 მაისი 2016, 00:00 3665 ნახვა

შუახევში, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოთხი საკითხიდან ერთი დაბა შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, დღის წესრიგიდან მოიხსნა. მაჟორიტარი დეპუტატი განმარტავს, რომ იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობასთან და არა საკრებულოს სხდომაზე გაწეული საქმინობის შესახებ ისაუბროს. დღის წესრიგში, საკითხის შეტანაში კი საკრებულოს აპარატის უფროსს ადანაშაულებს. დეპუტატის ბრალდებას არ იზიარებს აპარატის უფროსი. ამირან ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ აპარატი ბიუროს გადაწყვეტილების შემსრულებელია, სხდომიდან საკითხის მოხსნა კი ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლისგან, მიმდინარე წელს, გზებზე ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში