რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან -

02 თებერვალი 2025, 10:34 174 ნახვა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი ევროკავშირის დაფინანსების გამო, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერაა მხარდაჭერილი.

”ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები.

 

რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან.

 

წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ!! გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით.

 

დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით.

 

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, - წერს წილოსანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში