სახელისუფლებო პარტიისთვის ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, შანტაჟის მცდელობაა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "ქართული ოცნება" ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევად აფასებს.
მმართველი პარტია დასავლელ პოლიტიკოსებს პროცესების ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდებს, ოპოზიციას კი საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
ოპოზიციის ნაწილი, ვინც სტრასბურგში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, შედეგით კმაყოფილია, რეზოლუციის შემუშავებაში არც უკრაინული მხარის მონაწილეობას უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი პარტნიორების როლი მინიმალური იყო.