ბრალდება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას

25 აპრილი 2017, 00:00 4344 ნახვა

''ერთიანი ნაციონალაური მოძრაობა'' ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ხულოს გამგეობამ სანდასუფთავების ორი ავტომობილისთვის 300 000 ათასი ლარი არამიზნობრივად დახარჯა. მისივე მტკიცებით, სოფლებიდან ნარჩენების გატანა  ვერ მოხერხდება, რადგან  შესაბამისი ტექნიკა მუნიციპალიტეტს არ აქვს.

ბრალდებას ხულოს გამგეობაში უსაფუძვლოს უწოდებენ. გამგებლის მოადგილის - ლაშა ბოლქვაძის განმარტებით, ნარჩენების მართვისთვის შეძენილი ავტომობილი მაღალი გამავლობისაა და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.უკვე შეძენილია 90 ნაგვის ურნა, რომლებიც სოფლებში უახლოეს დღეებში განთავსდება და  ნაყიდია სპეციალური მანქანები.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ნარჩენების მართვისთვის ორი ავტომობილის შეძენაზე  300 ათასი, ხოლო ნაგვის ურნებისთვის - 65 ათას ლარი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში