სამწუხაროა აშშ-ს საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას - მამუკა მდინარაძე

04 თებერვალი 2025, 13:42 106 ნახვა

„დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ლობირება რევოლუციის დაფინანსებისა საქართველოში, ამას უკვე აღარ სჭირდება ბევრი გადახედვა, ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ასევე სამწუხაროა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც სცდება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას.

„გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი. ამ შემთხვევაში და არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დემოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს, მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, გამჭირვალობათან, USAID-ის ასე მავნებლურად ნახარჯ თანხებთან, მშვიდობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან, რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავად უნდა გაარკვიონ. ცოდნა დამიწუნეს და არც ერთი სიტყვა არ იყო რეალურად, საბედნიეროდ, შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, მარკო რუბიოს მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საელჩოს მარტივად შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იზიარებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიდგომებს.

„როდესაც ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ საელჩო მოქმედებს მისი ხელმძღვანელის და ახლადარჩეული პრეზიდენტის შეხედულებების შესაბამისად, გვინდა, მოვისმინოთ არა ზოგადი ფრაზები, არამედ კონკრეტულად იმ შეცვლილ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით საელჩოს პოზიცია, რომელიც ათასგზის გახმოვანებულია, მაგალითად, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. დაუჯერებელია, რომ საელჩო ცდილობდეს, „დიფ სთეითის“ აგენტურა სხვაგვარად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. ყველა, საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებულია, რომ თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ, ვიღაცამ დაწერა და დავეთანხმები, „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“, იმ ხალხის მოქმედებები და სალჩოს განცხადება ფაქტობრივ თანხვედრაში ერთმანეთთან არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-სს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიდგომებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში