საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებები

25 აპრილი 2017, 00:00 2156 ნახვა

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, სავარაუდოდ, ივნისში, საერთო სახალხო განხილვები კი უფრო ადრე, პროექტის ინიცირების შემდეგ უნდა დაიწყოს. პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო განხილვების შემდეგ, პროექტში ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს.

ამ დრომდე კი კომისიამ, როგორც ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, მათი ინიციატივები არ გაითვალისწინა, პროექტს იწუნებს მესამე სექტორი, მათ შორის საარჩევნო სისტემის მიმართულებით. პრეზიდენტის უფლებებთან და არჩევის წესთან დაკავშირებით კომისიას შექმნის დღიდან აკრიტიკებს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია, სადაც საკითხთან დაკავშირებით კომენტარები დღესაც გაკეთდა.

ამავე კატეგორიაში