26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული სამი პარტიის 49 დეპუტატს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. საკითხს კენჭი უყარეს ჯერ საკომიტეტო, მალევე კი სესიაზე.
სამი ოპოზიციური გაერთიანების ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები და მოითხოვეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, რადგან ისინი ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.