ახალი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში

05 თებერვალი 2025, 17:59 100 ნახვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას.
როგორც ილია ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოაყალიბებენ.
როგორც ინჯიამ განმარტა, ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში