7-კილომეტრიანი გვირაბი და 12 სოფლისთვის შექმნილი საფრთხე

25 აპრილი 2017, 00:00 4743 ნახვა

სოფელებში, სადაც 7 კილომეტრიანი გვირაბი გადის, მოსახლეობის ერთ ნაწილს სახლების გასამაგრებლად  2-დან 5 ათას ლარამდე კომპენსაცია უკვე მისცეს, ასეთი სულ 48 ოჯახია, თუმცა ასამდე ოჯახი ფიქრობს რომ საფრთხის გამო თანხა მათაც ეკუთვნით. ნიგაზეულში მცხოვრებლები გეოლოგიურ დასკვნებს უნდობლობას უცხადებენ და სახელმწიფოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

შეხვედრა ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ხმაურისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. გამოდგება თუ არა საკომპენსაციოდ გამგეობის მიერ შეთავაზებული წყლის სისტემის და გზის მოწესრიგება, მაშინ როცა ოჯახები სხვა ტიპის საფრთხეზე საუბრობენ?

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში