ყაზახეთში საქართველოს პრემიერ- მინისტრის ვიზიტი  გრძელდება

06 თებერვალი 2025, 10:01 112 ნახვა

ყაზახეთში საქართველოს პრემიერ- მინისტრის ვიზიტი  გრძელდება. ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს.

მხარეებს შორის გაიმართება  შეხვედრები როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში. ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების  გაღრმავება, ორ ქვეყანას შორის არსებული  პოტენციალის გაფართოვება, შუა დერეფნის პროექტზე მსჯელობა და თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - მათ შორის  ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის  სფეროში - დღის წესრიგში რჩება ამ საკითხების განხილვა.

მხარეები დღესაც იმსჯელებენ შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, შუა დერეფნის განვითარების გზებზე.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად  დღეს  რკინიგზის ოფისსაც დაათვალიერებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში