საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება.
"დადგა დრო, ყველა უცხოელმა, ვინც ებრძოდა „გამჭვირვალობის კანონს“, ბოდიში მოუხადოს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი და ტრამპის განცხადებას აზიარებს.
ტრამპმა USAID-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „USAID-ში კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს, დახურეთ ის“.