საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს - მამუკა მდინარაძე

08 თებერვალი 2025, 17:32 136 ნახვა

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაცაგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში