საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია - პრემიერი

08 თებერვალი 2025, 19:20 104 ნახვა

საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ მიზნით ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ბევრს ვაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში – მაგისტრალების, საზღვაო პორტების, აეროპორტების, რკინიგზის ჩათვლით. ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოს. კიდევ უფრო მეტად გვსურს, პარტნიორობის გაძლიერება შესაბამის ქვეყნებთან, ვაჭრობის ორივე მხარეს – ევროპასთან, აშშ-თან და ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან. მიმაჩნია, რომ არსებული, ძალიან პოზიტიური დინამიკა ხელს შეუწყობს ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში