ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან რადიკალი დონორი დგას. სწორედ ეს ამხილა ამ დღეებში აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ USAID და შვედეთის მთავრობა აფინანსებენ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაპუაშვილი პოსტს ურთავს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ მოწოდებას: "საქართველო დგას გადამწყვეტი საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!.."