იქონიებს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული რეგულაციები.
"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი თავისი გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, თუმცა რეპრესიული კანონებით აქციებს მაინც ვერ ჩაახშობს და ხალხის პროტესტი სასურველი შედეგის მიღებამდე გაგრძელდება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ცვლილებები სწორედ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით არის ნაკარნახევი.
შეგახსენებთ 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, გაიზარდა ჯარიმებიც. მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, აქციის გამართვა შენობაში აიკრძალა.
გამკაცრდა სანქციები პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომელიც მის საქმიანობას ეხება. ცვლილებებია სისხლის სამართლის კოდექსშიც. 3 წლამდე პატიმრობით ისჯება ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება.
მძიმე დანაშაულის კატეგორია მიეკუთვნება პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა.