გიორგი ვაშაძის განცხადება

09 თებერვალი 2025, 19:18 170 ნახვა

საქართველოს გადარჩენის გზას  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე   გაერთიანებაში ხედავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მიაჩნია რომ სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს  და  რომ დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს.    

პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ამ კონფიგურაციით  წარმოუდგენია გაერთიანება გიორგი ვაშაძეს. 

სრული გაერთიანება კი ასეთია: ერთიანი სტრატეგიული შტაბი/დღე და ღამე ერთად მუშაობა,  ერთად გადაწყვეტილების მიღება და ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო ომის წინააღმდეგ; ასევე  ერთიანი და კოორდინირებული საპროტესტო ქმედებები;  ფიქრობს რომ სწორედ  ერთიანობით მიიღწევა ხელახალი არჩევნები და ერთიანი სიით  არის  შესაძლებელი გამარჯვება. 

ამავე განცხადებით ირკვევა რომ პირისპირ კომუნიკაციით ამ საკითხზე ყველა რესურსი  ამოწურა, ამიტომ საკუთარი ინიციატივის გაჟღერება ამჯერად სოციალურ ქსელში  გადაწყვიტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში