პაატა შავაძე: ღოღბერიძემ მომაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

26 აპრილი 2017, 00:00 4429 ნახვა

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვას ითხოვს.

მისი განცხადებით, ბრალდებულთან წინასწარი დაკავების საკანშიყოფნისას მასთან მივიდნენ ადამიანები (რომელთა დასახელებისგან შავაძე თავს იკავებს) და გათავისუფლების სანაცვლოდ "რაღაცეების" გაკეთება მოსთხოვეს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუკონკრეტებია მასთან იყო მაღალი თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსები. მან თქვა, რომ მასთან მივიდნენ და საპროცესო შეთანხმება რაღაცის სანაცვლოდ შესთავაზეს. ახლა ამაზე მეტად ვერ დავკონკრეტდები" - განაცხადა შავაძემ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატი პროკურატირის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვას ითხოვს, რის შემდეგაც, მისი თქმით, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. "შეიძლება ცხელ გულზე რაღაცეების თქმა დააპირა ღოღბერიძემ, თუმცა შესაძლოა იჩქარა.  ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა შევჯერდე ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, რა უნდა ითქვას საჯაროდ და რა არა, ვისი სახელი უნდა ითქვას და ვისი არა" - განაცხადა ადვოკატმა.  

 

ამავე კატეგორიაში