ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადება

11 თებერვალი 2025, 11:08 102 ნახვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ.

„ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს“, - აცხადებს ბიურო.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს. განცხადების თანახმად, 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში