აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

12 თებერვალი 2025, 10:11 148 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე სესია გაიმართება, სადაც ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, გენადი თებიძეს, ედიშერ ჟღენტს, მირდატ ქამადაძეს და ლია ჯაყელს. ისინი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”,  „ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები არიან.

აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს განცხადებებით მიმართეს. შესაბამისი დოკუმენტაცია მანდატის შეწყვეტაზე ოპოზიციიდან ჯერ არ წარუდგენია "გახარია საქართველოსთვის" ერთ წევრს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში