ესტონეთი სანქციების გამკაცრებით, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განცხადება ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და თქვა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას.
ესტონეთის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ საქართველო ახლანდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა.
მარგუს ცაჰკნას ეს განცხადება შეაფასეს საქართველოს პარლამენტში.