უსახლკაროთა კრიტერიუმების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის სხდომა

12 თებერვალი 2025, 12:08 262 ნახვა

ბათუმის მერიაში სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო  ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შესწავლაა. სამუშაო ჯგუფს ვიცე-მერი ხელმძღვანელობს,  კომისიის შემადგენლობაში კი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 187 ბენეფიციარის განაცხადია შესული. როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტაციის გადარჩევა და შესწავლა - ამ საკითხზე კომისიამ საბოლოოდ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები.  ცნობილია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, ბენეფიციარი  ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაწერილი უნდა იყოს ბათუმის მუნიციპალიტეტში.

ბათუმის მერის თქმით, სოციალური პროექტის ფარგლებში ბინებით უზრუნველყოფა მერიის საბინაო ფონდიდან მომდევნო წლებში მოხდება. სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ   უსახლკაროდ რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებასაც. 

საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები, რომლითაც შესაძლებელი გახდება საჭიროების მქონე უფრო მეტი უსახლკარო პირის თუ ოჯახის პროგრამაში ჩართვა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში