„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ ინდექსს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს - შალვა პაპუაშვილი

12 თებერვალი 2025, 14:10 66 ნახვა

მაშინ, როცა ფრანჩიზული ადგილობრივი ენჯეო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, შვედეთის დაფინანსებით, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ გლობალურ ინდექსს აქვეყნებს. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი საქართველოს „უკუსვლის“ აღქმის დანერგვას ცდილობს, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის შვიდ და ნატო-ს 11 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს – გამოიცანით, რამდენს ვუსწრებთ. ყველას. ბრიუსელის მიერ საქართველოსთან მოლაპარაკების არგახსნა არა უბრალოდ უსამართლობაა, ის უკვე ცხადად ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ხელის შეშლის ნიშნებს“, - წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში