დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო.
“ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.