“თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

27 მაისი 2016, 00:00 3634 ნახვა

ბათუმის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ფრაქცია  “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ. 9 მოწინააღდეგე, 8 მომხრე, 3-მა წევრმა კი თავი შეიკავა. დეპუტატების ნაწილის თქმით, დოკუმენტი დასახვეწია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ბიუჯეტში ცვლილებების   შეტანა მიმდინარე წელს ვერ მოეწსრება. ინიციატივა 7 შვილიანი ოჯახებისა გარდა, 6 შვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვებელი ფართით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში