რეაბილიტაციიდან ორ თვეში ამორტიზირებული გზა

26 აპრილი 2017, 00:00 1687 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შუახევში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებს. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, რეაბილიტაციიდან  ორ თვეში, გზა მწყობრიდან გამოვიდა. სოსლან ზოიძე კორუფციული სქემაზე საუბრობს. ბრალდებას უარყოფენ აჭარის საგზაო დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ გზა უხვმა ნალექმა და ყინვამ გააფუჭა. ზვიად ცინცაძის მტკიცებით, პასუხისმგებელობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრია,  რომელმაც გზაზე 3 წლის განმავლობაში  უნდა იზრუნოს. 

ამავე კატეგორიაში