ქობულეთის წყლის ხარისხს ისევ უჩივიან

26 აპრილი 2017, 00:00 2822 ნახვა

ქობულეთში წყალს ისევ სპეციფიკური გემო აქვს. სუნსა და გემოზე პრობლემები გასულ თვეშიც იყო, მაშინ მიზეზად წყლის რეზერვუარების ქლორით გაწმენდა და გამორეცხვა სახელდებოდა. სასმელი წყალი ლაბორატორიულად რამდენჯერმე შემოწმდა და ითქვა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ მიკროორგანიზმებს არ შეიცავდა.  

ახალი სინჯები ლაბორატორიაში დღეს შევიდა, პასუხი დაახლოებით 3 დღეში იქნება ცნობილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში