სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან - მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2025, 20:45 336 ნახვა

სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია.

"დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია, ამას მთავარი მიზანი აქვს ის, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული რა თანხები რას ხმარდება და არ მოხდეს ისე, რომ მაგალითად USAID-ის 41,7 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც მაგალითად 15 მილიონი დოლარი ახალგაზრდული მიმართულებით დაიხარჯა, ხმარდებოდეს რევოლუციურ მიზნებს ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს საზოგადოებას. ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ თვითორგანიზებული და გულწრფელი პროტესტის მონაწილეა მაშინ, როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ „ფარას“ და ამისთვის გვექნება თვენახევარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში