„სამშობლოს ღალატის“ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში

18 თებერვალი 2025, 12:05 234 ნახვა

18 წლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსში  „სამშობლოს ღალატის“ მუხლი   ბრუნდება. ცვლილება ქართული ოცნების ინიციატივაა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ  მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან, აღდგენის შემთხვევაში კი ის განსაზღვრავს, თუ რა იქნება ის ქმედება, რომელიც ჩაითვლება ქვეყნის, სამშობლოს ღალატად.   

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა რუსეთ საქართველოს 5 დღიანი ომის პერიოდი გაიხსენა და თქვა ისიც, რომ  იყო ღალატის  კასკადი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. 

აცხადებს, რომ ამის ერთ-ერთ მაგალითია ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში