ზურაბ ჭიაბერაშვილი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს

18 თებერვალი 2025, 11:50 198 ნახვა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში მუშაობა დაიწყო. უკვე ცნობილია იმ პირების ვინაობაც, რომლებიც 21 თებერვალს  არიან დაბარებული  იმისთვის, რომ კომისიის  კითხვებს უპასუხონ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მიწვეული არიან ნათია მოგელაძე, ლევან გაჩეჩილაძე და  ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დაბარებულ სხდომაზე მისვლას არ აპირებს.  

აცხადებს, რომ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას არ მიიღებს იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჭიაბერაშვილი 2005 წელს ცესკოს ხელმძღვანელობდა და სწორედ ამის გამო იბარებენ კომისიაზე.  

თეა წულუკიანი, რომელიც კომისიის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ   საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა კანონით დასჯადია.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში