ზურაბ ჭიაბერაშვილი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს

18 თებერვალი 2025, 14:09 208 ნახვა

ზურაბ ჭიაბერაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე მისვლას არ აპირებს. კომისიას, რომელმაც  2003 წლიდან  2012  წლამდე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი შესაძლო სისტემური ხასიათის დანაშაულები უნდა  შეისწავლოს, ჭიაბერაშვილი სტალინურ სასამართლოს ადარებს.

მიაჩნია, რომ  კომისიის შექმნის მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა. კომისიის წევრები კი  ყველას, ვინც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, ახსენებენ, რომ  უარის თქმა კანონით დასჯადია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში