პრეტენზიები საგზაო დეპარტამენტს

27 აპრილი 2017, 00:00 3832 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  აჭარის საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების ინფორმაციით, შუახევში გზები უხარისხოდ დაიგო, ამიტომაც რეაბილიტაციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში კვლავ მწყობრიდან გამოვიდა.  

ბრალდებას უარყოფენ აჭარის საგზაო დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ გზა უხვმა ნალექმა და ყინვებმა დააზიანა. ზვიად ცინცაძის მტკიცებით, 3 წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, გზის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი 2009"-ა.

ამავე კატეგორიაში