ანა ნაცვლიშვილი, საბა ბუაძე და თაზო დათუნაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს

20 თებერვალი 2025, 11:01 259 ნახვა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ანა ნაცვლიშვილი, საბა ბუაძე და თაზო დათუნაშვილი 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს.

ოპოზიციონერების განცხადებით პოლიციამ ისინი აქციებზე ყოფნის გამო დააჯარიმა. ანა ნაცვლიშვილი წერს, რომ საჯარიმო ქვითარი სამმა გამომძიებელმა გუშინ ღამით  სახლში მიუტანა.

საბა ბუაძე კი ირწმუნება  იმ დროს რომელიც ჯარიმაშია მითითებული, აქციაზე საერთოდ არ ყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში