პარტია „ლელოს“ გამოხმაურება „3+3 ფორმატზე“

21 თებერვალი 2025, 14:01 139 ნახვა

“ჩვენ მივესალმებით ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას რეგიონულ ძალებთან, თუმცა დაუშვებელია საქართველო „3+3“ პორტის წევრი გახდეს. საქართველო ვერ იქნება ისეთი ფორმატის წევრი, რომელშიც რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ორი არჩევანი აქვს - ან ევროპულ სავარძელში ჩაჯდეს, რომელიც მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას გულისხმობს, ან სავარძელში, რომელიც ძალმომრეობითი სივრცის წევრობას ნიშნავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში