ხელვაჩაურის ბიუჯეტი გაიზარდა

27 მაისი 2016, 00:00 3346 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 808 ათას 907 ლარით გაიზრდება. თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. სხვადასხვა თემებში დაგეგმილია წყლის რეზერვუარების და ჭაბურღილების მოწყობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ფერდსამაგრი სამუშაოები. ცვლილებების პაკეტის დამტკიცებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრიორიტეტები არასწორადაა განაწილებული. გამგებლის განცხადებით ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესის მიხედვით შემუშავდა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში