2018 წელს პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს

28 აპრილი 2017, 00:00 1664 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,მოცემული რეალობიდან გამომდინარე, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მმართველმა ძალამ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ჩატარებულიყო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება პრეზიდენტი პოლიტიკური ოპონენტების მეშვეობით. კობახიძიე იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას აზრი არ დაეკარგება“. 

ირაკლი კობახიძის კრიტიკის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა  განმარტა, რომ კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში მონაწილეობა ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს. 

ამავე კატეგორიაში