ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერი პროექტი გამოაცხადა. პროექტი „იმოქმედე საქართველოსთვის“ 2 წელი გაგრძელდება და მილიონ ნახევარზე მეტი ევრო დაიხარჯება.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას.
საკითხზე ქართული ოცნების წევრები აკეთებენ კომენტარებს. მათი თქმით, უცნობია რა მიზნისთვის შეიძლება ეს თანხები გამოიყოს, რადგან არ არის შეთანხმებული სახელმწიფოსთან.