რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპაგანდისტულ განცხადებას, თითქოს, ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში “აღმაშფოთებელ სიცრუეს“ უწოდებს და ამბობს, რომ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მესამე სექტორსა და ოპოზიციაში რუსეთის ხელისუფლებისა და ქართული ოცნების საერთო მესიჯბოქსზე მიუთითებენ. ოცნებაში კი ამბობენ, რომ რუსეთის დაზვერვის მიერ გაკეთებული განცხადებები მათი ინტერესის სფეროს მიღმაა.