“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები

02 მარტი 2025, 12:03 155 ნახვა

ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი და ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული მედიის კანონი - მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივებს კანონად, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე აქცევს. კანონმდებლები ინიციატივების განხილვას იწყებენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის, ქმედითი მექანიზმების შემუშავება აუცილებელია. "ქართული ოცნება" აქცენტს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე აკეთებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ამერიკული"ფარას" ზუსტი ანალოგის, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" მიღება აუცილებელია.
ახალ საპარლამენტო ინიციატივებს აკრიტიკებენ მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის, რაც ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გამართულად მუშაობს, საქართველოში ვერ იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში