ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოკუპირებულ აფხაზეთში

02 მარტი 2025, 11:59 151 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ე.წ. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გაიმარჯვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „წინასწარი შედეგები ყველამ იცით, ეს შედეგი განპირობებულია იმ ნდობით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და ჩვენი გუნდის მიმართ და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის ხმის შედეგი“, - განაცხადა გუნბამ ე.წ. „საარჩევნო შტაბის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში