პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„43:5 - გილოცავთ!
საქართველოს რაგბის ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელია“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით - 43:5 დასრულდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია.
საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს.