დღესვე პარლამენტში ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული მედიის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკითხი პირველი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გადის.
"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" ერთობლივი ინიციატივით ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შედის. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული. პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.
მეორე კანონპროექტის მიხედვით კი კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ მაგალიათად ახალი ამბების გაშუქების დროს "სამართლიანობისა" და "მიუკერძოებლობის" პრინციპები არ იქნება დაცული, დარღვეული იქნება ბალანსი.
ასევე თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება;