საკრებულოში კახა ბუხრაძეს ელოდებიან 

28 აპრილი 2017, 00:00 2646 ნახვა

ბათუმის აქციის მონაწილეების, მათ შორის მერაბ ღოღობერიძის,  ერთ-ერთი  მოთხოვნა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა იყო. კახაბერ ბუხრაძე აქციის შემდეგ ბათუმის საკრებულოს წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე დაიბარეს. როგორც ამბობენ ქალაქში გადატვირთულ მოძრაობასა და პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ.

დღეს სხდომაზე ითქვა რომ კახაბერ ბუხრაძე მომდევნო კვირაში მივა დეპუტატებთან. ამის დაზუსტება პოლიციის უფროსთან ვცადეთ, თუმცა ვერ დავუკავშირდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში კი გვითხრეს, რომ ისინი ბუხრაძის მიწვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში