დღესვე სესიაზე გადის ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში. ცვლილებები მედიის კონტენტსა და უცხოურ დაფინანსებაზე მკაცრ რეგულაციას აწესებს. კანონპროექტი ქართული ოცნების დეპუტატებისა და ხალხის ძალის ინიცირებულია.
ინიციატორები ამბობენ რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ისეთი მექანიზმი, რომელიც დახვეწს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება ფაქტების სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. პარლამენტში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული.
პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.
მეორე კანონპროექტის მიხედვით კი კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ მაგალიათად ახალი ამბების გაშუქების დროს "სამართლიანობისა" და "მიუკერძოებლობის" პრინციპები არ იქნება დაცული, დარღვეული იქნება ბალანსი.