საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ ჩაერთვებიან. ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის.
პარლამენტს ინიციატივით "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" ერთობლივად მიმართეს.
დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან.