უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ - ირაკლი კობახიძე 

05 მარტი 2025, 19:01 178 ნახვა

უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და პარტნიორობის განმტკიცებისათვის.

„მქონდა პატივი შევხვედროდი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს. გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ბუნება, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისკენ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში“,- აღნიშნავს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში